გიგა ბოკერია - ამ პოლიტიკური გუნდისთვის კანონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილის მონები არიან

გიგა ბოკერია - ამ პოლიტიკური გუნდისთვის კანონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილის მონები არიან

კანონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც ივანიშვილის ყველა კაპრიზს ასრულებს, ივანიშვილის მონები არიან, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას.

"მთავარი, კიდევ ერთი დამატებითი ფაქტი, დამატებითი დემონსტრირება, კანონის სრული უგულებელყოფის, ცინიზმის და ივანიშვილის კაპრიზების შესრულების პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით არის ის, რომ ადვოკატი არც შეუშვეს მთელი ამ საათნახევრის განმავლობაში.

მიმდინარეობს დემონსტრირება იმისა, რომ არც სასამართლოს გადაწყვეტილებას, არც კანონს, არც ადვოკატის ფუნდამენტურ მინიმალურ პროცესუალურ უფლებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პოლიტიკური გუნდისთვის, რომლებიც ივანიშვილის ყველა კაპრიზს ასრულებენ, ივანიშვილის მონები არიან. ამით ისინი ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზანს, "ნაციონალურ მოძრაობას" და საერთოდ, ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ოპოზიციას ვერ გააჩუმებენ, მაგრამ ვითარება გადაჰყავთ სრულიად არასასურველ კალაპოტში", - განაცხადა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის აეროპორტში დააკავეს. ამჟამად იგი მოდულის შენობაში იმყოფება.

დაკავებისას აეროპორტში იმყოფებოდა გიგა ბოკერიაც.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა