კარლ ბილდტი - გიგი უგულავას დაკავება ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ვალდებულებებს

კარლ ბილდტი - გიგი უგულავას დაკავება ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ვალდებულებებს

თბილისის ყოფილი მერის დაკავებას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი "ტვიტერზე" ეხმაურება.

"თბილისში ბატონ გიგი უგულავას დაკავება, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის წინა ვალდებულებებს", - წერს კარლ ბილდტი "ტვიტერზე".

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

თბილისის ყოფილი მერს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა