ცესკო მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის ფასდაკლების შეთავაზებას მიესალმება

ცესკო მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის ფასდაკლების შეთავაზებას მიესალმება

ცესკო მიესალმება ბიზნესკომპანიების ინიციატივას, რომელიც არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში მომხმარებლებისთვის ფასდაკლებას ითვალისწინებს. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ბიზნესკომპანიების აქცია კანონიერია. მისივე თქმით, ამ აქციის განხორციელებაში ცესკო ჩართული არ არის.

"ვნახე ეს სარეკლამო კლიპი. ერთი შეხედვით ეს რეკლამა ემსახურება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდას, რაც ბიზნესკომპანიებს სურთ გამოიყენონ კომერციული მიზნებისთვის. ეს საარჩევნო კანონმდებლობით არ იკრძალება. ანუ, საარჩევნო კანონმდებლობით არ არის აკრძალვა, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდა რომელიმე ბიზნესკომპანიამ გამოიყენოს თავისი კომერციული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვყოფილვართ ამაში ჩართულები და არც უნდა ვყოფილიყავით. ეს არის ბიზნესკომპანიების იდეა და შესაბამისად მათი აქტივობა.

ვინც განახორციელებს მსგავს აქტივობას, რომ გაიზარდოს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ამას მივესალმებით. ამის ხელშეწყობა არის დადებითი. თუ ბიზნესკომპანიები ამას იყენებენ თავიანთი კომერციული მიზნებისთვის, ეს ჩვენი საქმე აღარ არის", - განაცხადა აზარაშვილმა.

12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.

შესაბამისი სარეკლამო რგოლები სატელევიზიო სივრცეში უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ. კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლება "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიანი ფასდაკლება "გალფსა" და "ვისოლში".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა