გიგი უგულავას მშვიდობის ხიდიდან "მატროსოვზე" წერილებს უგზავნიან

გიგი უგულავას მშვიდობის ხიდიდან "მატროსოვზე" წერილებს უგზავნიან

მშვიდობის ხიდზე გიგი უგულავას მხარდასაჭერი აქცია "წერილი გიგის" მიმდინარეობს. აქციაში გიგი უგულავას მხარდამჭერები, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ. ისინი წერილებს წერენ და ამ წერილებით მიმართავენ გიგი უგულავას, რითაც თავიანთი აზრს და დამოკიდებულებას გამოხატავენ. წერილებისთვის სპეციალური ყუთია განთავსებული, რომელსაც უგულავას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუგზავნიან.

როგორც წერილების ავტორები აცხადებენ, ისინი მადლობას უხდიან უგულავას იმ სამუშაოსთვის, რომელიც გაწია მერობის პერიოდში და გამოხატავენ საკუთარ მხარდაჭერას უგულავას მიმართ. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, გიგი უგულავა ამ წერილებს ე.წ. "მატროსოვის ციხეში" მიიღებს.

პარალელუкად სოციალურ ქსელებში დაიწყო გიგი უგულავას მხარდამჭერი კამპანია. ყოფილი მერის მხადამჭერები ავრცელებენ ვიდეომიმართვებს.

მშვიდობის ხიდზე ასევე იმართება გამოფენა, სახელწოდებით "ეს გიგის გაკეთებულია". ფოტოსურათებზე წარმოდგენილია ის პროექტები, რომელიც გიგი უგულავას მერობის დროს განხორციელდა.

"გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების და დაკავების შემდეგ უამრავი წერილი შემოდის მერიაში და უამრავი ადამიანი რეკავს. მათ სურთ გამოხატონ თავისი დამოკიდებულება და მხარდაჭერა გიგი უგულავას მიმართ. დღევანდელი აქციით მათ აქვთ საშუალება, პირადად მიმართონ გიგი უგულავას, გამოხატონ თავისი აზრი და მხარდაჭერა", - განაცხადა თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა