რა არ უნდა ეთქვა პრეზიდენტ მარგველაშვილს კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რა არ უნდა ეთქვა პრეზიდენტ მარგველაშვილს კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება მისთვის გაუგებარია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ჩემთვის პირადად გაუგებარია გიორგი მარგველაშვილის ეს განცხადება. მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება, ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს და მის ახლობლებს უსამძიმრებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებლად, უსწრაფესად უნდა მოხდეს ტრაგიკული ფაქტის გამოძიება. მისივე თქმით, "ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს".

"მინდა ბატონ ეროსის ოჯახს და მის ახლობლებს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული ფაქტი. აუცილებლად, უსწრაფესად უნდა მოხდეს გამოძიება. ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს და პირველ რიგში ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ამ ფაქტთან დაკავშირებით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით ის არ ფლობს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა