რიჩარდ ნორლანდი - მნიშვნელოვანია, ძალიან სწრაფად მოხდეს გარკვევა რამ გამოიწვია ეს ტრაგედია

რიჩარდ ნორლანდი - მნიშვნელოვანია, ძალიან სწრაფად მოხდეს გარკვევა რამ გამოიწვია ეს ტრაგედია

მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს გარკვევა თუ რამ გამოიწვია ეს საშინელი ტრაგედია უკრაინაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის კომენტირებისას საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს გამჭვირვალედ და ღიად. როგორც ნორლანდი აღნიშნავს, ყველასთვის, ვინც დაფრინავს ევროპის მიმართულებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხო საჰაერო სივრცე.

"ეს არის საშინელი ტრაგედია. ყველას სურს, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს გარკვევა თუ რამ გამოიწვია ეს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს გამჭვირვალედ და ღიად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ნათესავები, ასევე ექსპერტები. ეს აშკარად ეხება მიმდინარე ძალადობას, რომელსაც ადგილი აქვს უკრაინაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალადობის განმუხტვა მოხდეს ძალიან სწრაფად. აშკარაა, რომ ამ ტერიტორიის თავზე თვითმფრინავების გადაადგილება საფრთხის შემცველია. მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტებმა იმუშაონ, მოხდეს გამოკვლევა და დადგინდეს გამომწვევი მიზეზები", - განაცხადა ნორლანდმა.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა