გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" კატასტროფის გამო. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ჰოლანდიის, მალაიზიისა და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩატარდეს გამოძიება და სათანადო შეფასება მიეცეს ამ ტრაგედიას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა