გიორგი კვირიკაშვილი - ქართულმა მხარემ სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით ევროკავშირთან უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია

გიორგი კვირიკაშვილი - ქართულმა მხარემ სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით ევროკავშირთან უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება ჩვენს ქვეყანას ევროპულ ბაზარზე საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის სხდომაზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რაც თავისუფალ ვაჭრობას ეხება.

"საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი გაეხსნება, რომელიც ამ ეტაპზე 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხარებელს აერთიანებს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტირებისათვის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწამოების და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქციის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული პრაქტიკის შესაბამისად.

მისივე თქმით, მოლაპაკებების პროცესში ქართულმა მხარემ სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით ევროკავშირთან უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია.

როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისას საბაჟო ტარიფისგან განთავისუფლდება. მინისტრის თქმით, საქართველოში შეიქმნება ევროკავშირის სტანდარტის დონის სურსათის კონტროლისა და ხარისხის სისტემები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა