"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები გამოფინეს

 "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები გამოფინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პლაკატები გამოფინეს. პლაკატებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე აღნიშნულია : "ევროკავშირში პოლიტიკური პატიმრების გარეშე", "ევროპული საქართველო პოლიტიკური დევნის გარეშე" და ა.შ.

უმცირესობის მიერ პარლამენტში გამოფენილ პლაკატებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სხდომის განახლებისთანავე გამოეხმაურა. მან დარბაზში მყოფ უცხოელ კოლეგებსა და დიპლომატებს მიმართა, კარგად დააკვირდნენ, თუ რა ხარისხშია საქართველოში სიტყვის თავისუფლება.

"ევროპელ კოლეგებს მივმართავ - კარგად დააკვირდნენ დეკორაციებს, თუ რა ხარისხშია საქართველოში სიტყვის თავისუფლება, ეს მოდელი სხვა პარლამენტებში გადაიღონ და ოპოზიციას მსგავსი გამოვლინებით საკუთარი პოზიციის გამოხატვაში ხელი არ შეუშალონ. ყველამ ერთად დავამკვიდრეთ კანონის და სამართლიანობის უზენაესობა, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამის შემდეგ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა