კარლჰაინც ჰოპფი - საქართველოს მიზანი, გაემყარებინა ურთიერთობები ევროკავშირთან, მიღწეულია

კარლჰაინც ჰოპფი - საქართველოს მიზანი, გაემყარებინა ურთიერთობები ევროკავშირთან, მიღწეულია

ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს გადაწყვეტილებას და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ კარლჰაინც ჰოპფმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დღეს არის ისტორიული დღე. "ჩვენ ერთად შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ ისტორიული მომენტი საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ასევე ევროპისთვის. რატიფიკაცია ევროკავშირთან არის დიდი პატივი ჩემთვის და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ საშუალება მომეცით სიტყვით გამოვსულიყავი ამ სხდომაზე. ეს არის უმნიშვნლეოვანესი გადაწყვეტილება, ეს იძლევა განვითარების ახალ პერსპექტივას.

ბოლო წლებში საქართველომ დიდი პროგრესი განახორციელა. ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიწყო 1992 წელს, მას შემდეგ, რაც დაიბრუნა სუვერენიტეტი. ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები და შეთანხმდნენ ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მიზანი და ამოცანა განხორციელდა, მადლობა ყველას, ვინც შეიტანა წვლილი ამ შედეგის მიღწევაში", - განაცხადა ჰოპფმა.

მისი თქმით, საქართველოს მიზანი, რომ გაემყარებინა ურთიერთობები ევროკავშირთან, მიღწეულია. "ევროკავშირთან ასოცირებას ხელი 27 ივნისს მოეწერა, ვამაყობ, სხვათა შორის მაგ დღეს ჩემი დაბადების დღეა და ეს არის სიმბოლური არა ჩემთვის, არამედ თქვენი ქვეყნისთვის და მე ვიცი, რომ ეს იყო თქვენი პრემიერის დაბადების წინა დღე", - აღნიშნა ჰოპფმა.

მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება, შეთანხმება ევროკავშირთან გააღრმავებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს. "როგორც ევროკავშირი მოელის, ეს ქვეყნები გახდებიან ახლო მეზობლები, იქნება განვითარებული და გაზრდილი, თანამშრომლობა იქნება მჭიდრო ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. ეს შეთანხმება შეიცავს თავისუფალი ვაჭრობის ნაწილსაც. ევროკავშირი ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან პროდუქციის წარმოებაში მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩემის აზრით, საქართველო არის პროდასავლური და პროევროპული ქვეყანა. ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს გადაწყვეტილებას და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენი ტრანსფორმაციის გზას და მე მსურს დაგარწმუნოთ, რომ ავსტრია ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას მალე მოხდეს", - აღნიშნა ჰოპფმა.

მისივე თქმით, იგი საქართველოში რამდენიმე დღეა იმყოფება და შეხვედრები ჰქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან. მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. "მე მქონდა საშულება რამდენიმე პარლამენტის წევრსაც შევხვედროდი, ასევე შევხდი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. ყველა ამ შეხვედრაზე მე ვიგრძენი ნება, მზაობა ევროკავშირის გზაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მზად იქნებით გაიაროთ ეს გზა. დღევანდელმა სხდომამ მე მომცა რწმენა, რომ თქვენ მიაღწევთ წარმატებას. მოგილოცავთ კიდევ ერთხელ და ყველას ვუსურვებ წარმატებულ ევროპულ მომავალს", - აღნიშნა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა