კიწმარიშვილს ჩემგან გაგზავნილი თანხა მოპარეს, კამერა მაშინაც შეტრიალებული იყო - ოქრუაშვილი ინციდენტს იხსენებს

კიწმარიშვილს ჩემგან გაგზავნილი თანხა მოპარეს, კამერა მაშინაც შეტრიალებული იყო - ოქრუაშვილი ინციდენტს იხსენებს

"ჩვენ გვქონდა არაორდინალური ურთიერთობა... იყო პერიოდი, როდესაც ეროსი ჩემთვის მტერიც იყო და მოკეთეც, ბიზნესპარტნიორიც და მოქიშპეც ბიზნესში, მევალეც იყო და მოვალეც,  ის იყო საოცრად არაორდინალური პიროვნება", - ასე ახასიათებს თოქ-შოუ "რეაქციაში" ირაკლი ოქრუაშვილი ეროსი კიწმარიშვილს. გადაცემაში საუბრისას ოქრუაშვილმა არაერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ მისთვის აბსოლუტურად აბსურდულია თვითმკვლელობის ვერსია. ამასთან, ოქრუაშვილმა გაიხსენა კიდევ ერთი ინციდენტი, რომელიც კიწმარიშვილთან დაკავშირებით მის საცხოვრებელ შენობაში 2011 წელსაც მოხდა.

"იმ შენობასთან დაკავშირებით, სადაც ეროსი ცხოვრობდა, მუდამ ხდებოდა რაღაც პერიპეტიები. 2011 წელს იყო რაღაც ამდაგავარი შემთხვევა, როდესაც მას ჩემგან გაგზავნილი გარკვეული თანხა მიუტანეს და მერე იქ შემთხვევით რაღაც მოხდა, ყაჩაღობის მაგვარი და არც ჩანაწერი აღმოჩნდა კამერების, კამერები  შეტრიალებულიც იყო მაშინაც... ის დააყაჩაღეს",- აცხადებს ოქრუაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა