ალეკო ელისაშვილსა და ჯაბა სამუშიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ალეკო ელისაშვილსა და ჯაბა სამუშიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოში პრემიების გაცემის საკითხის რეგლამენტში შეტანას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

პრემიების გაცემაზე უარის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ინიციატივით რესპუბლიკელები შევიდნენ. სხდომის დასაწყისში, რესპუბლიკელებმა მოითხოვეს, რომ საკრებულოში პრემიების გაცემაზე უარის თქმის საკითხი კენჭისყრაზე დამდგარიყო. ამ ინიციატივას რამდენიმე ფრაქცია დაეთანხმა.

სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, განცხადების ტექსტი შევიდა, რომელზე ხელმოწერაც დეპუტატებს უნდა დაეფიქსირებინათ.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ განუცხადა, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ თუ პრემიების გაცემის საკითხის რეგლამენტში შეტანაზე "რესპუბლიკელები" უარს იტყოდნენ, მაშინ მათი ფრაქცია დააყენებდა ამ საკითხს.

ამ საკითხის რეგლამენტში შეტანას სხდომაზე კამათი მოჰყვა. როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს, რისთვისაც დრო არის საჭირო, რადგან პრემიების გაცემა საკრებულოში მარტო თანამდებობების პირებს არ ეხებათ და ამდენად, საკრებულოს უნდა მიეღო ისეთი ფორმულირება, რომელიც მომავალში დავას არ გამოიწვევდა.

ჯაბა სამუშიას თქმით, პრემიების საკითხი მას ძალიან აწუხებს. ჯაბა სამუშიას რეპლიკით უპასუხა საკრებულოს დამოუკიდებულმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, რა თქმა უნდა, ჯაბა სამუშიას პრემიების საკითხი აწუხებს, რადგან მას ყველაზე დიდი პრემია აქვს აღებული.

ჯაბა სამუშია კოლეგის ამ განცხადებამ გააღიზიანა და ალეკო ელისაშვილს უზრდელი უწოდა. თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილი სკამიდან ადგა და სამუშიასკენ გაემართა. თუმცა, ელისაშვილი დავით ზურაბიშვილმა შეაჩერა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, უმრავლესობა არ აპირებს სამართლებრივად დაადასტუროს განცხადება პრემიებზე უარის თქმის შესახებ. ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ თუ საკითხი რეგლამენტში არ იქნება შეტანილი, საკრებულოს უმრავლესობა რეალურად პრემიების გაცემის შესაძლებლობას იტოვებს.

ამ წუთებში სხდომაზე საკრებულოს წევრები განცხადების ტექსტზე ხელს აწერენ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა