ივანიშვილს აქვს საბანკო ინეტრესები იქ, სადაც ამერიკამ დააწესა სანქციები, ეს მის ჯიბეს ურტყამს მძიმედ - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილს აქვს საბანკო ინეტრესები იქ, სადაც ამერიკამ დააწესა სანქციები, ეს მის ჯიბეს ურტყამს მძიმედ - მიხეილ სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ზე ციურიხიდან ჩართვისას განაცხადა.

"ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი. მისი აზრით, დაჭერები არის ოპოზიციის განადგურების წამალი. საქმე, თუ არ არის უნდა მოიგონო”.

სააკაშვილმა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპას შეუძლია შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა.

"ევროპას შეუძლია შეწყვიტოს ტექნოლოგიების მიწოდება ნავთობისთვის, გაზისთვის, რადგან რუსეთის არის ერთი დიდი ბენზინგასამართი სადგომი ეკონომიკურად. თუ ამ შემოსავალს ვეღარ მიიღებს, მაშინ ცუდად წაუვა საქმე. ევროპას შეუძლია საბოლოო ჯამში გაუყინოს სავალუტო რეზერვები. საინტერესოა, შემოიღოს ამერიკამ სანქციები "გაზპრომზე". "გაზპრომის" აქციები დაეცა ისტორიულ მინიმუმამდე. ხომ არ იცით, ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად? ბიძინა ივანიშვილი. ის არის რუსეთის "გაზპრომის" მთავარი კერძო აქციონერი, ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. საქართველოს ინტერესებშია, რომ რუსეთი დასუსტდეს, მაგრამ საქართველოს ფაქტობრივი მმართველის პირადი ქონებრივი მდგომარეობა არის ჩამოკიდებული "გაზპრომის" გაძლიერებაზე. ეს არის ცუდი ამბავი ივანიშვილისთვის, ეს მის ჯიბეს ურტყამს მძიმედ. მას აქვს საბანკო ინეტრესები იქ, სადაც ამერიკამ დააწესა სანქციები", - განაცხადა სააკაშვილმა.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა