კახა კალაძე - ვფიქრობ, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება ძალიან მალე დასრულდება

კახა კალაძე - ვფიქრობ, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება ძალიან მალე დასრულდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფიქრობს, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება ძალიან მალე დასრულდება, მანამდე კი, კონკრეტულ მიმართულებებზე საუბარი უხერხულია.

ვიცე-პრემიერმა "რუსთავი 2"-ის შენობაში სამოქალაქო პანაშვიდზე ეროსი კიწმარიშვილის ხსოვნას პატივი მოაგო.

"მინდა, მივუსამძიმრო ეროსის ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებს. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ამ ადამიანის წვლილი ქართული მედიის ფორმირებაში, მის განვითარებაში არის უსაზღვროდ დიდი. რაც შეეხება გამოძიებას, დაველოდოთ მის დასრულებას და გავიგებთ ყველაფერს. ნაადრევად ცოტა უხერხულია კონკრეტულ მიმართულებებზე საუბარი. ვფიქრობ, გამოძიება ძალიან მალე დასრულდება და გავიგებთ სიმართლეს", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კიწმარიშვილის ოჯახის ტრაგედიით სპეკულირება ძალიან უხერხულია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა