ღარიბაშვილი მინისტრების "შესანიშნავ შვიდეულს" აკომპლექტებს - ვინ ჩაანაცვლებს ივანიშვილის რჩეულებს

ღარიბაშვილი მინისტრების "შესანიშნავ შვიდეულს" აკომპლექტებს - ვინ ჩაანაცვლებს ივანიშვილის რჩეულებს

სოზარ სუბარი ლტოლვილთა მინისტრის, ხოლო ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს ჩაანაცვლებს.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი გადაწყვეტილებით, საკადრო ცვლილებები შეეხოთ - სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მათი შემცვლელები უახლოეს დღეებში დასახელდება.

ამასთან, პრემიერის თქმით, საჭირო იყო განახლება და შეიძლება ეს მომავალშიც მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე არსებული მინისტრთა კაბინეტი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო დანიშნული.

ასევე იხილეთ: დიდი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - ღარიბაშვილმა 7 მინისტრი გაათავისუფლა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა