"არ გადავღალოთ პატივცემული მინისტრები" - მარგველაშვილის პირველი განცხადება მინისტრთა კაბინეტის ცვლილების შემდეგ

"არ გადავღალოთ პატივცემული მინისტრები" - მარგველაშვილის პირველი განცხადება მინისტრთა კაბინეტის ცვლილების შემდეგ

საქართველოს პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა გადადო. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელიც მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ეხებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვქონდა უშიშროების საბჭოს სხდომა. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მინისტრები ამ შემადგენლობის პროცესში არ იცვლებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიცი რა, რომ იქნება 20-ვე მინისტრის განხილვა პარლამენტში, ბუნებრივია, ჩვენ არ შევქმნით სირთულეს და დაძაბულობას და უშიშროების საბჭოს დავნიშნავთ მაშინვე, როგორც კი დამტკიცდება ან არ დამტკიცდება ახალი მთავრობა. ბუნებრივია, ამ კვირაში აღარ ვნიშნავთ უშიშროების საბჭოს სხდომას ამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომ არ გადავღალოთ ჩვენი პატივცემული მინისტრები, რომლებიც პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგნენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახალი მინისტრების კანდიდატების განხილვაში არ მონაწილეობს. პრეზიდენტის განმარტებით, მისი პრეროგატივაა პარლამენტს მიმართოს შეკითხვით – შენარჩუნებულია თუ არა ის ნდობა, რაც მთავრობისადმი საკანონმდებლო ორგანომ ნოემბერში დააფიქსირა.

"მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია, მისთვის უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ. საქართველოს პარლამენტმა ასეთი პროცედურა განახორციელა შარშან ნოემბერში და ეს ლეგიტიმაცია მიეცემა მთელ მთავრობას. იმ შემთხვევაში, როცა 1/3-ზე მეტი, ანუ არსებულ შემთხვევაში 7 მინისტრი იცვლება, ისმის კითხვის ნიშანი, შენარჩუნებულია თუ არა ასეთი ნდობა. ამ კითხვის ნიშნით საქართველოს პრეზიდენტი მიდის პარლამენტთან და საკითხს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე უყენებს საქართველოს პარლამენტს. დღეს არსებული განცხადებით, 7 მინისტრი შეცვლილია. როგორც კი ჩვენ გვექნება ახალი მინისტრების სახელები და გვარები, ჩვენ ასეთი კითხვით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მან უნდა გადაწყვიტოს, უცხადებს თუ არა ის ნდობას ახალ მთავრობას. ამ პროცესში ვიმყოფებით ახლა. ესაა ნორმალური პროცესი ისეთი ტიპის კონსტიტუციაში, რომელიც გვაქვს. მინისტრების კანდიდატურების განხილვაში მე მონაწილეობა არ მიმიღია. მე პარლამენტს არა სპეციფიურად მინისტრებს წარვუდგენ, არამედ მე მას ვუსვამ კითხვას – ის ნდობა, რომელიც გამოცხადებული იყო 20- წევრიანი მთავრობის შემადგენლობისთვის, არის თუ არა შენარჩუნებული ახლა, როცა 7 წევრი გამოაკლდა, ანუ ისევე ენდობა თუ არა მას, როგორც შარშან ნოემბრის თვეში ენდო?", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა