"მოქალაქე" "რუსთავი 2-ის" და "უპასუხისმგებლო ექსპრეზიდენტის" წინააღმდეგ - ორგანიზაციის საგანგებო განცხადება

"მოქალაქე" "რუსთავი 2-ის" და "უპასუხისმგებლო ექსპრეზიდენტის" წინააღმდეგ - ორგანიზაციის საგანგებო განცხადება

"მოქალაქე" ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით "მოქალაქე" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ორგანიზაცია "მოქალაქე" არ აპირებს უპასუხოს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეარხ "რუსთავი 2"-ზე ექსპრეზიდენტისა და თავად "რუსთავი 2"- ის უპასუხისმგებლო განცხადებებსა და რიტორიკას.

დიდი ხანია, ექსპრეზიდენტი თავისი უპასუხისმგებლო და არასერიოზული გამოსვლებით დაემსგავსა საჯარო სივრცეში უპასუხისმგებლობო გამონათქვამების სიმბოლოს -შალვა ნათელაშვილს, რომელსაც პრაქტიკულად სერიოზულად აღარავინ აღიქვამს და ჩვენც შესაბამისად არ ვპასუხობთ.

რამდენიმე დღის წინ "მოქალაქემ" იმიტომ მიანიშნა "მაესტროს" ეთერში ჟურნალისტების დიალოგისას ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ გარკვეულ მოსაზრებებზე, რომ იქ მყოფი ჟურნალისტები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ გამონათქვამებს, რასაც ვერ ვიტყვით ტელეარხ "რუსთავი 2"-ზე, რომელსაც წესად აქვს ქცეული უპასუხისმგებლო, ბინძური კამპანიების გაჩაღება და სიცრუის ტირაჟირება.

ორგანიზაცია "მოქალაქე" მხარს უჭერს საჯარო სივრცეში არგუმენტირებულ კრიტიკას და აზრთა ჭიდილს, მაგრამ არა ჭორაობას, უმეცრებასა და მდაბიო რიტორიკას. შესაბამისად, იმ პირებისა და ორგანიზაციების გამონათქვამებზე, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობის ეტალონი შალვა ნათელაშვილია, ჩვენი ორგანიზაცია რეაგირებას არ მოახდენს არც დღეს და არც მომავალში, სანამ ისინი სერიოზულობით არ მოეკიდებიან საკუთარ გამონათქვამებს და მეტ პატივისცემას არ გამოიჩენენ საზოგადოების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი ავრცელებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა