გიორგი კეკელიძე: "შემოთავაზება რომ მივიღო კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, მადლობის შემდეგ, უარს ვიტყვი"

გიორგი კეკელიძე: "შემოთავაზება რომ მივიღო კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, მადლობის შემდეგ, უარს ვიტყვი"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ სიაში მოხვდა კულტურის მინისტრი - გურამ ოდიშარიაც. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ხალხი იმის შესახებ ალაპარაკდა,  - კარგი იქნება, თუ კულტურის მინისტრის პორტფელს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე ჩაიბარებსო.

მართლაც, საინტერსოა, მიიღო თუ არა გიორგი კეკელიძემ მთავრობისგან შემოთავაზება და საერთოდ, რას ფიქრობს ამ საკითხზე?

- ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაკლებად ვერევი და შესაბამისად, პროცესებს დისტანციიდან ვაკვირდები, კომენატარებს არ ვაკეთებ.

- რეალურად თუ მიიღე შემოთავაზება კულტურის მინისტრის თანამდებობაზე და რომ მიიღო, რას იზამ?

- პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც სოციალურ ქსელში წერს, რომ მე კულტურის მინისტრობა შემეფერება. სწორედ მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ თავის დროზე, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ბიბლიოთეკა ალბათ ერადერთი საჯარო სამსახური იყო, სადაც მუშაობას დავთანმხდებოდი. ჩვენ აქ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს გასახორციელებელი. შემოთავაზება არ მიმიღია და რომ მივიღო, მადლობის გადახდის შემდეგ, უარს ვიტყვი. მიზეზზე უკვე მოგახსენეთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა