სუბარი - ჩემი შემცვლელი არ არის ის, ვისი გვარიც სახელდება

სუბარი - ჩემი შემცვლელი არ არის ის, ვისი გვარიც სახელდება

პრემიერ-მინისტრს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი შერჩეული ჰყავს, - ამის შესახებ "მაესტროს 9-იანში" თავად უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, პირი, რომელიც სამინისტროში მის შემცვლელად მიდის, ღირსეული და გამოცდილია. "პრემიერს ჩემი შემცვლელი უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამ თემაზე ვილაპარაკეთ. ის გვარი, რომელიც მთელი დღე ტრიალებს ეთერში, არ არის. ვინც მოდის, არის ძალიან ღირსეული. ის სასჯელაღსრულების სისტემიდან არ არის, მაგრამ არის გამოცდილი ძალიან ბევრ სფეროში", - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება უშუალოდ სასჯელაღსრულების სამინისტროში მის საქმიანობას, ყოფილი მინისტრი უწყებაში გატარებულ რეფორმებს წარმატებულად აფასებს.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რაც ჩვენმა გუნდმა გასწია. ის ძირითადი რეფორმა, ძირითადი ამოცანა, რისთვისაც მივედით, რაღაც დონეზე გადაწყვეტილად მიმაჩნია. გასაკეთებელი პრაქტიკულად გავაკეთეთ და კმაყოფილი ვარ. დღეიდან რჩება თანდათანობითი გაუმჯობესება. მოხდა სისტემის ჰუმანიზაცია, წესრიგი დამყარდა ისე, რომ არ იყო ძალადობა. ადამიანის პატივისცემა, პიროვნების პატივისცემა დაბრუნდა ამ სისტემაში", - აღნიშნა სუბარმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა