23 წლის ბათუმელმა გოგონამ Facebook-ზე თაღლითური სქემის საშუალებით 80 000 ლარი მიითვისა

23 წლის ბათუმელმა გოგონამ Facebook-ზე თაღლითური სქემის საშუალებით 80 000 ლარი მიითვისა

ცნობილი ბრენდების სამოსის, აქსუსუარების და სხვადასხვა ნივთების გამოწერა ინტერნეტით გაცილებით იაფი ღირს და სწორედ ამიტომ საქართველოში ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული სერვისი ხდება. თუმცა არის შემთხვევები, როცა შეკვეთილი ნივთის ზომა, ფერი ან ფორმა საერთოდ განსხვავდება იმ ნივთისგან, რომელსაც ინტერნეტით ვიწერთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არის უარესი შემთხვევებიც, -  ხშირად მომხმარებელი თაღლითების მსხვერპლი ხდება და ის გამოწერილ ნივთს, რომელშიც ფულს იხდის,  საერთოდ ვერ ღებულობს. ასე მოხდა ჩვენი რესპოდენტის შემთხვევაშიც, რომელიც უშუალოდ გახდა ამ თაღლითობის მსხვერპლი.

ნინო, 28 წლის:

– დაახლოებით 4 თვის წინ "ფეისბუქზე" ვნახე ონლაინ შოპინგის გვერდი "ინტერნეტ მაღაზია პრადა", რომელსაც ბევრი მოწონება ჰქონდა და ერთი შეხედვით სანდო "ფეიჯი" ჩანდა. ფეხსაცმელი გამოვიწერე მისი მეშვეობით, რომელიც სამ კვირაში უნდა ჩამომსვლოდა. წინასწარ გადავიხადე ფეხსაცმლის ღირებულების ნაწილი 60 ლარი, რომელიც "ფეიბოქსით" ჩავრიცხე მოცემულ მისამართზე. სამი კვირა როცა გავიდა და ჩემი ფეხსაცმელი არ ჩამოვიდა, მივწერე გვერდის ადმინისტრატორს და მითხრა, პრობლემა არ არის, თანხას უკან დაგიბრუნებთო, მაგრამ არც ფეხსაცმელი მიმიღია და არც თანხა. გუშინ კი  პოლიციის განყოფილებიდან დამირეკეს და როგორც დაზარალებული, მთხოვეს, დაკითხვაზე მისულიყავი. აღმოჩნდა, რომ "ფეისბუქის" გვერდის ხელმძღვანელი არის 23 წლის ბათუმელი გოგონა, რომელმაც ასეულობით ადამიანი მოატყუა და მათგან თაღლითობის გზით 80 000 ლარი მიითვისა, ახლა ის დაკავებულია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაკავებულმა საქმიანობა 2014 წლის იანვრიდან დაიწყო,  პოლიციამ კი საქმე გუშინ გაიხსნა.

ამასთან, დაზარალებული რესპოდენტი ამბობს, რომ 23 წლის გოგონას თაღლითობის მსხვერპლი მის მსგავსად 500-მდე ადამიანი გახდა.

Ambebi.ge მომხდართან დაკავშირებით  კომენტარისთვის შსს-ს დაუკავშირდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, თაღლითობის ბრალდებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლის ვადით. ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია