ხადური ნადირაშვილს - როცა თქვენი ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში 10 ათას ლარიან პრემიას იღებდა, ეს უზნეობა არ იყო?!

ხადური ნადირაშვილს - როცა თქვენი ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში 10 ათას ლარიან პრემიას იღებდა, ეს უზნეობა არ იყო?!

წინა მთავრობის ფინანასთა მინისტრი თვეში 27 ათას ლარს იღებდა, დღევანდელი იღებს 5 ათას ლარს, - აღნიშნული განცხადება ნოდარ ხადურმა პარლამენტში, უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.

შეხვედრაზე ურთიერთბრალდებებისა და სიტყვიერი დაპირისპირების ერთ-ერთ თემად მაღალჩინოსნებზე გაცემული პრემიებისა და ხელფასების ოდენობების საკითხი იქცა.

დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ხადურს სთხოვა განემარტა, რამდენად ეთიკური იყო, ბიუჯეტის 700 მილიონით გარღვევის პირობებში ბიუროკრატიას ხელფასებისა და პრემიების სახით გეგმით გათვალისწინებულზე 7 მილიონით მეტი აეღო.

ხადურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ პრემიები შემცირებულია 11 მილიონი ლარით. "როცა თქვენი ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში 10 ათას ლარიან პრემიას იღებდა, ეს უზნეობა არ იყო?!", - მიმართა ხადურმა ნადირაშვილს და აქვე აღნიშნა, რომ წინა ფინანასთა მინისტრი თვეში 27 ათას ლარს იღებდა, დღევანდელი იღებს - 5 ათასს.

პარლამენტში ნოდარ ხადური დეპუტატებს 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აცნობს.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა