მინისტრობის 6 კანდიდატის პირველი კომენტარები და მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს

მინისტრობის 6 კანდიდატის პირველი კომენტარები და მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს

მთავრობაში 7 საკადრო ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გუშინ, 21 ივლისს, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა და დღეს უკვე ახალი მინისტრების პოსტებზე შერჩეული კანდიდატები მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა. წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთეს მინისტრობის კანდიდატებმა და პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ჩვენ გავაგრძელებთ იმ აღებულ კურსს, რომელიც ევროპასთან ჰარმონიზაციის კუთხით სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. მოგეხსენებათ, ასოცირების ნაწილში უარავი პროექტია დაგეგმილი, ასევე, მე ვიტყოდი, რომ ძალიან კვალიფიციური და კარგი თანამშრომლები მუშაობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. შესაბამისად, ჩვენ ვინარჩუნებთ აღებულ კურსს და გავაძლიერებთ ყველა იმ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს როგორც დარგობრივ განვითარებას, ისე ევროპასთან ჰარმონიზაციას, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ.

"არაფერი შეიზღუდება ჩემი მინისტრობის პერიოდში. მე მომხრე ვარ სამინისტროში ყველა პროცესი გამჭვირვალე იყოს. ჩემი გამინისტრების შემთხვევაში, ის რეფორმები, რასაც სოზარ სუბარი ატარებდა, გაგრძელდება და მათ მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი მღებრიშვილმა.

"შევეცდები, ყველა ის პროგრესული პროგრამა, რაც წამოწყებული იყო ყოფილი მინისტრის მიერ, გავაგრძელო დინამიურად, ასევე, შევეცდები მაქსიმალურად გაძლიერდეს დიასპორის ელექტრონული ბაზის განახლება და ა. შ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საქართველოდან ყველაზე შორს მდებარე ქვეყანაში მყოფმა ადამიანმა იგრძნოს ჩვენი სამინისტროს სარგებელი", - აღნიშნა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურაზე წარდგენილმა გელა დუმბაძემ.

"არც ერთი პროექტი არ იყო გაჩერებული და რა თქმა უნდა, უფრო გაძლიერებულ ტემპებში გაგრძელდება ყველაფერი. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ სტრატეგიას. დღეს ამაზე საუბარი ძნელია, სისტემაში თავიდან ბოლომდე ჩავიხედებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დაკავშირებით სტრატეგია და შესაბამისი ანგარიში უკვე დევს საიტზე", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, დავით შავლიაშვილმა.

გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ელგუჯა ხოკრიშვილი ხუდონჰესის პროექტს ჯერ არ იცნობს, ამიტომ მიაჩნია, რომ მისი მხრიდან გარკვეული პოზიციის დაფიქსირება არასერიოზული იქნებოდა.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ ხუდონჰესთან დაკავშირებული მთელი პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებული მხარე იქნება მაქსიმალურად ჩართული ამ პროცესში", - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

"ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატის, სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილების პრობლემა კარგად იცის, ვინაიდან სახალხო დამცველობიდან მოყოლებული ეს თემა, პრაქტიკულად, ყველა მოხსენებაში შედიოდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა