რა ქონებას ფლობს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი

რა ქონებას ფლობს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი

სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრობის კანდიდატი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა, ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ოთარ დანელიას ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 9 ივნისს აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, ოთარ დანელია ფლობს საცხოვრებელ სახლს დაბა შინდისში, რომლის ფართობიც 265.00 კვ.მ-ია. ასევე 99.00 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, ჩოლოყაშვილის 1/1, ბ41-ში, ამავე მისამართზე 16.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხს, არასაცხოვრებელ სახლს თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობი ფართობი - 35.00 კვ.მ-ია, - 602.00 კვ.მ-ს ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა შინდისში. ასევე, 600კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა შინდისში; საცხოვრებელ ბინას, თბილისში, თაბუკაშვილის ქ. #14-ში, რომელიც 161.84 კვ.მ ფართობისაა. მშენებარე საცხოვრებელ სახლს დაბა შინდისში 265.00 კვ.მ ფართობზე.

ოთარ დანელიას საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Suzuki Grand Vitara (2007).

ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და საჩუქრებს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ოთარ დანელიას სახელზე ირიცხებოდა ანაბარი "საქართველოს ბანკში" 4366.85 დოლარის ოდენობით; "ლიბერთი ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე 37.71 ლარი; "საქართველოს ბანკში" ანაბარი 2.24 ლარის ოდენობით; "რესპუბლიკა ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე 14.39 ლარი; ამავე ბანკში 2105.59 დოლარი; ასევე, ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 4.95 დოლარი; "საქართველოს ბანკში" საკრედიტო ანგარიშზე 6969.93 ლარი; ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 1541.05 ლარი.

რაც შეეხება ნაღდ ფულს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ოთარ დანელიას კუთვნილებაში იყო 7000.00 დოლარი და 4000.00 ლარი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოთარ დანელიას სამეწარმეო საქმიანობიდან შ.პ.ს. Smart House-ში (პარტნიორი) საქართველო, თბილისი, ჩოლოყაშვილის 1/1, ბ41, შ.პ.ს. Mega Construction (პარტნიორი), საქართველო, თბილისი, რუსთავის გზატკეცილი. VI ჩიხი, შ.პ.ს.; Sky Motors (პარტნიორი) საქართველო, თბილისი, ჩუბინაშვილის 4#9; შ.პ.ს მეგა დომესტიკ (პარტნიორი), საქართველო, თბილისი, გლდანის რაიონში, გლდანის I მ/რ,კორპ.6, ბ.25 - ამ კომპანიებიდან შემოსავალი მიღებული არ აქვს.

იხილეთ ვრცლად

"გურია ნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა