არ უნდა ვეძებდეთ ტომის ბელადს, რომელიც ყველაზე შორს ისვრის შუბს - გიორგი მარგველაშვილი

არ უნდა ვეძებდეთ ტომის ბელადს, რომელიც ყველაზე შორს ისვრის შუბს - გიორგი მარგველაშვილი

არ უნდა ვეძებდეთ ტომის ბელადს, რომელიც ყველაზე სწრაფად დარბის, ყველაზე შორს ისვრის შუბს და ყველაზე ლამაზად ჭრის ხეზე, - ეს განცხადება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "ბარიერში" გააკეთა. მან საკუთარი ვალდებულებების აღსრულების აუცილებლობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აქვს ამბიცია, საქართველოში მმართველობა დააფუძნოს "კანონის უზენაესობაზე და არა პიარის უზენაესობაზე".

"ჩემს არქიტექტურულ ამბიციებს ძირითადად დუშეთში ვიკლავ. ის რომ პრეზიდენტი ხშირად ცდებოდა კონსტიტუციურ საზღვრებს და დგამდა სპექტაკლებს, აშენებდა სახლებს და ყველა სფეროში იყო წარმოდგენილი, ეს მხოლოდ უარყოფითი გამოცდილებაა, იმიტომ, რომ მე მჯერა ვართ ევროპული ქვეყანა და უნდა ვიმართებოდეთ თანამედროვე ცივილიზებული დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე და არ უნდა ვეძებდეთ ტომის ბელადს, რომელიც ყველაზე სწრაფად დარბის, ყველაზე შორს ისვრის შუბს და ყველაზე ლამაზად ჭრის ხეზე. პრეზიდენტს აქვს თავისი ვალდებულება და ფუნქციები და ჩემი როლი სწორედ ამაში მიმაჩნია. მე უნდა ვიყო ქმედითი იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც არის ჩემი ვალდებულებები."- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა