კულტურის მინისტრის კანდიდატად სავარაუდოდ, კახა კანდელაკი დასახელდება

კულტურის მინისტრის კანდიდატად სავარაუდოდ, კახა კანდელაკი დასახელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის 7 კანდიდატიდან 6 დაასახელა. ამ დრომდე ვაკანტური რჩება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტი. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, კულტურის მინისტრობის კანდიდატად სავარაუდოდ  "ისთერნ პრომოუშენის" დამფუძნებელი კახა კანდელაკი დასახელდება.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, კულტურის მინისტრის ვინაობა დილისთვის გახდება ცნობილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ შვიდი მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, მათ შორის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა