კულტურის მინისტრის პოსტი შესაძლოა, კახა კანდელაკმა დაიკავოს

 კულტურის მინისტრის პოსტი შესაძლოა, კახა კანდელაკმა დაიკავოს

კულტურის მინისტრის პოსტი, შესაძლოა, "ისთერნ ფრომოუშენის" მარკეტინგის დირექტორმა კახა კანდელაკმა დაიკავოს.

კანდელაკი ადასტურებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"შემოთავაზება ნამდვილად იყო, მაგრამ უნდა გადავწყვიტო. თუ ჩემი გუნდი მეყოლება და ისეთი პირობები მექნება, რომ შეგვეძლება კარგი სიტუაცია გავაკეთოთ, შეიძლება დავთანხმდე", - აღნიშნა კანდელაკმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მინისტრთა კაბინეტის წევრობის ახალი კანდიდატები წარადგინა, თუმცა კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური დატოვა. პრემიერის ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის კანდიდატს დღეს დაასახელებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა