მარგველაშვილმა აღიარა, რომ "ოცნება" ღონისძიებებზე არ ეპატიჟებოდა - რას ყვება პრეზიდენტი მმართველ გუნდთან ურთიერთობაზე

მარგველაშვილმა აღიარა, რომ  "ოცნება" ღონისძიებებზე არ ეპატიჟებოდა - რას ყვება პრეზიდენტი მმართველ გუნდთან ურთიერთობაზე

არც ერთ პარტიულ ღინისძიებაზე, არც ერთ სატელევიზიო ეთერში დაპატიჟება არ მქონია - რომ მქონოდა, მივიდოდი, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "ბარიერში" გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივი არჩევნების წინ გამართულ ასეთ ღინისძიებებზე იმიტომ მივიდოდა, რომ მხარი დავით ნარმანიასთვის დაეჭირა.

მმართველ გუნდთან არსებულ ურთიერთობებზე საუბრისას მარგველაშვილმა ისიც განაცხადა, რომ სალაღობო და გასართობია თემები იმის შესახებ, დაეტევა თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში და მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს.

"ძალიან რთულია არ დაემორჩილო ქვეყნის ინტერესებს. ქვეყნის ინტერესების უგულვებელყოფა ყველა პოლიტიკოსისთვის რთულია. სალაღობოა, პოლიტიკის კონტექსტში შესაძლოა საინტერესოა ეს თემები, მაგრამ მეორე პლანზე მიმდინარე თემებია, დაეტევა თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში, მოაწერს თუ არა ხელს... ეს თემები გასართობია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რა სახით წარმოვდგებით უელსის სამიტზე, რა სახით წარმოვდგებით საერთაშორისო კონტექსტში და რამდენად ორგანიზებულად დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს. ამ კონტექსტში იმის ნიშანი, რომ რაიმე თვალსაზრისით შესაძლოა ქვეყნის ინტერესები შეილახოს, არ ვიცი. როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, არ მქონია შემთხვევა, დამენახა, რომ ამას უპასუხისმგებლოდ ეკიდება რომელიმე დეპუტატი ან რომელიმე მინისტრი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა