რა ქონებას ფლობს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი

რა ქონებას ფლობს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ოთარ დანელია, ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მას ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 9 ივნისს აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, დანელია ფლობს საცხოვრებელ სახლს დაბა შინდისში, რომლის ფართობიც 265.00 კვ.მ-ია. ასევე 99.00 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, ჩოლოყაშვილის 1/1, ბ41-ში, ამავე მისამართზე 16.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხს, არასაცხოვრებელ სახლს თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობი  - 35.00 კვ.მ-ია, ასევე, 600კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა შინდისში; საცხოვრებელ ბინას, თბილისში, თაბუკაშვილის ქ. #14-ში, რომელიც 161.84 კვ.მ ფართობისაა. მშენებარე საცხოვრებელ სახლს დაბა შინდისში 265.00 კვ.მ ფართობზე.

ოთარ დანელიას საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Suzuki Grand Vitara (2007).

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ოთარ დანელიას სახელზე ირიცხებოდა ანაბარი "საქართველოს ბანკში" 4366.85 დოლარის ოდენობით; "ლიბერთი ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე 37.71 ლარი; "საქართველოს ბანკში" ანაბარი 2.24 ლარის ოდენობით; "რესპუბლიკა ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე 14.39 ლარი; ამავე ბანკში 2105.59 დოლარი; ასევე, ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 4.95 დოლარი; "საქართველოს ბანკში" საკრედიტო ანგარიშზე 6969.93 ლარი; ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 1541.05 ლარი.

რაც შეეხება ნაღდ ფულს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ოთარ დანელიას კუთვნილებაში იყო 7000.00 დოლარი და 4000.00 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ოთარ დანელიას სამეწარმეო საქმიანობიდან: შპს Smart House (პარტნიორი), შპს Mega Construction (პარტნიორი), შპს Sky Motors (პარტნიორი), და შპს მეგა დომესტიკ (პარტნიორი) შემოსავალი მიღებული არ აქვს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა