რა ქონებას ფლობს რეგიონული და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი

რა ქონებას ფლობს რეგიონული და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით შავლიაშვილი წარადგინა. ამ დრომდე მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.

2014 წლის 18 ივნისს შევსებული თანამდებობის პირთა დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 1984 წლის 14 მარტს დაბადებულ დავით შავლიაშვილს ჰყავს მეუღლე, თათია იოსავა და სამი შვილი მარიამ, ირაკლი და დემეტრე შავლიაშვილები.

დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ შავლიაშვილის მეუღლე თბილისში, გოძიაშვილის პირველი შესახვევი #139-141, 214.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. თათია იოსავა კეკელიძის ქ. 14, ბინა 21, ფართობი - 58.00 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 100%-იანი მფლობელია, ასევე დაბა წყნეთში, არსენას ქ. 19, ფართობი - 1163.00 კვ.მ, მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილის მფლობელია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას, დავით შავლიაშვილს 18 ივნისის მდგომარეობით "თი-ბი-სი“ ბანკში სახელფასო ანგარიშზე უფიქსირდება 4872.28 GEL კრედიტი(+) , ანაბარი 17628.39 USD კრედიტი(+) ოდენობით, საკრედიტო თანხა 15000.00 GEL დებეტი(-).

რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ ნაღდ ფულად თანხას, მისი რაოდენობა 80000.00 USD- ს შეადგენს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა