რა ქონებას ფლობს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი

რა ქონებას ფლობს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარდგენილი გელა დუმბაძე, ამ დრომდე ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მისი ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 9 ივნისს არის შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, გელა დუმბაძე ფლობს 90.0 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, ძოწენიძის ქ. #14-ში. თბილისში, ხოლო მუხათწყაროში 600.0 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის 50%იანი წილის მფლობელია. ასევე, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში, 150 კვ.მ ფართობის აგარაკის 33%-იან წილს ფლობს.

მეუღლე, ირინა სულთანიშვილი ფლობს 33%-იან წილს, 100.0 კვ.მ ფართობის ბინაში, თბილისში, ალ. ყაზბეგის 41-ში. ამავე მისამართზე, ირინა სულთანიშვილი ფლობს 78 კვ.მ-ის ფართობის სხვენს.

გელა დუმბაძე 100%-იანი წილის მფლობელია პირადი ფერწერული ტილოების - "მიყვარს ვაშლი", "მსხლები", "მისტიური ფანჯრები" (ტრიპტიქი), "სამბა", "გემის გასეირნება", "უცნობი ევა", "წითელი პარასკევი", "მეტალურგიული ქარხნის დამლაგებლები", "მოსამართლე", თუმცა, ნამუშევრების ღირებულება დეკლარაციაში აღნიშნული არ არის.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა