ჯოზეფ კეი: "რადგან უგულავას არ ასვენებს გამჩენი, პასუხს გავცემ..."

ჯოზეფ კეი: "რადგან უგულავას არ ასვენებს გამჩენი, პასუხს გავცემ..."

გიგი უგულავამ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც მან ჯოზეფ კეი საერთაშორისო თაღლითად მოიხსენია. აღნიშნულ განცხადებას, ბიზნესმენი "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ეხმაურება.

"ნამდვილად არ ვაპირებდი 24 ივლისამდე რაიმე კომენტარის გაკეთებას და მით უმეტეს, გიგი უგულავას ბელეტრისტიკაზე, თან ადამიანს როცა უჭირს (და აშკარად უჭირს!), უნდა შეეშვა. მაგრამ არ ასვენებს გამჩენი! კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

მე კითხვებს დავსვამ და ვინმე პასუხს თუ გასცემს, არ იქნება ურიგო", - აცხადებს ჯოზეფ კეი და გიგი უგულავას სთხოვს პასუხს შემდეგ კითხვებზე:

1. საიდან აქვს გიგი უგულავას ინფორმაცია, რა დაიწერა უზენაეს სასამართლოში და რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს კუბლაშვილის უწყება?

2. როდის შემდეგ დაინტერესდა მეტალურგიის ტექნოლოგიით და გაერკვა, რა არის წიდა?

3.რატომ გავს მისი განცხადება გაჭრილი ვაშლივით ინა გუდავაძის ადვოკატებისა და მენეჯერების განცხადებას?

4. როდის შემდეგ გახდა მათთვის ანუ ნაციონალებისთვის ათასობით ადამიანი მნიშვნელოვანი? თან ის ადამიანები რომლებიც 2011 წლის 6 ივლისს სპეცრაზმით დააწიოკეს? თან მადლიერების გრძნობა გაუჩნდა მათ მიმართ, 2012 წლის 1 ოქტომბერს იძულებით რომ მიაცემინეს ხმა ამ ხალხს ნაციონალებისთვის?

5. როგორ ბედავს წინა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი რაიმე გარიგებაზე საუბარს, როცა უპრეცედენტო გარიგება დადეს რუხაძე -გუდავაძის გუნდთან და შემდეგ ეს გარიგება გაასაიდუმლოეს?

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა