კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის კანდიდატის ქონებრივი დეკლარაცია

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის კანდიდატის ქონებრივი დეკლარაცია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე დღეს წარდგენილი მიხეილ გიორგაძის ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 12 მარტს არის შევსებული.

დეკლარაციის თანახმად, მიხეილ გიორგაძე 87.00 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს (100% წილით), თბილისში, ვ. გაბაშვილის 1, ბ. 11 -ში.

მეუღლის, ნინო ქომეთიანის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 83, ბ. 18-19, რომლის ფართობიც 166.00 კვ.მ-ია. ასევე მეუღლის საკუთრებაშია 3.00 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელი ფართი, თბილისი, ფასანაურის 19-ში.

მიხეილ გიორგაძე ფლობს ფასიან ქაღალდებს სს "ლიბერთი ბანკში", რომელთა რაოდენობა 104021-ია, ფასიანი ქაღალდის ნომინალი კი 0.01 ლარი.

ასევე გიორგაძის საკუთრებაშია "თი-ბი-სი ბანკში" ანაბარი 26647.51 დოლარის ოდენობით, ამავე ბანკში ანაბარი 2000.00 ევროს და 0.47 ლარის ოდენობით.

დეკლარაციის შევსების მომენტში, მიხეილ გიორგაძეს "თი-ბი-სი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 1118.05 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 5600.93 ლარი.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დეკლარაციის თანახმად, 2010 წლის 5 აგვისტოდან შპს "ისთერნ პრომოუშენის" პარტნიორის და დირექტორის თანამდებობა ეჭირა, საიდანაც მისი შემოსავალი 40988.91 ლარი იყო.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა