"თქვენი ყოყლოჩინობის გამო, როდესაც ვიღაც ლენჩი აგინებდა პუტინს, რა მიიღეთ?" - დაპირისპირება დავით საგანელიძესა და გიგი წერეთელს შორის

"თქვენი ყოყლოჩინობის გამო, როდესაც ვიღაც ლენჩი აგინებდა პუტინს, რა მიიღეთ?" - დაპირისპირება დავით საგანელიძესა და გიგი წერეთელს შორის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და უმცირესობის დეპუტატი გიგი წერეთელი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დავით საგანელიძემ უმცირესობის წევრებს ის პერიოდი შეახსენა, როცა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო. მისი თქმით, რუსეთთან მათი პოლიტიკის გამო საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დაიკარგა.

"ჩემზე კარგად არავინ იცის, რა არის რუსეთი და რა ხელისუფლება ჰყავს მას. რა გინდათ, თქვენს რიტორიკას ავყვეთ?! რასაც თქვენ მიაღწიეთ და ამდენი ტერიტორია დაკარგეთ. რამდენი დაღუპული, რამდენი დევნილია ამ რიტორიკის გამო! თქვენ ვის უნდა ასწავლოთ ჭკუა რუსეთთან ურთიერთობაში, როცა ასეთ უბედურებას მიაღწიეთ. ელემენტარული სირცხვილის გრძნობა უნდა გაგაჩნდეთ, როცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ახსენებთ. ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. სად წაიღეთ ის მიწები თქვენი აგრესიის გამო, თქვენი იმ ენის გამო, რომელსაც არ იოკებდით პირის ღრუში. თქვენი ყოყლოჩინობის გამო, როდესაც ვიღაც ლენჩი აგინებდა პუტინს, რა მიიღეთ?! სად ხართ ეს ვაჟკაცები ახლა?! რუსეთს იმ ენით ვესაუბრებით, რომ იქნებ ჩვენი ნაწარმი რუსეთის ბაზარზე შევიტანოთ, იქნებ ეკონომიკა განვავითაროთ, იქნება ის დღეები არ გადაგვხდეს თავს, რაც თქვენს ხელში გადახდა საქართველოს. დიპლომატიაა აქ საჭირო და არა ის ვაი ვაჟკაცობა", - მიმართა საგანელიძემ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს.

დავით საგანელიძის ამ განცხადებას პლენარული სხდომის დროს გიგი წერეთლის უკმაყოფილება მოჰყვა. მან საგანელიძეს მეტი კორექტულობისკენ მოუწოდა. ,,წესიერად გამოდი და ისაუბრე",- მიუთითა წერეთელმა საგანელიძეს, რასაც უმრავლესობის ლიდერმა შემდგენაირად უპასუხა: "შენ საერთოდ საქმეზე საუბარი ისწავლე და მერე ილაპარაკე. შენ ნურავის ასწავლი ჭკუას, რადგან მე მაქვს უფლება, როგორც მინდა ისე ვისაუბრო. გიგი წერეთელი - თუ გასვლა გინდა დარბაზიდან, გადი, რადგან აქ სასეირნო დარბაზი არ არის. ამ ქვეყანაზე ზემოდან რაც ისეირნე, ისიც გეყოფა. არც ერთ რეგლამენტში არ არის ის, რომ შენ ასე დადგე და ჭკუა ასწავლო ვინმეს. ზრდილობა იცოდე და ისწავლე როგორ უნდა ილაპარაკო", - განაცხადა დავით საგანელიძემ გიგი წერეთლის რეპლიკაზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა