"თავხედი ხარ, ფსიქიატრიულში ხარ წასაყვანი!" - ბესელიასა და თაქთაქიშვილის მწვავე დაპირისპირების დეტალები

"თავხედი ხარ, ფსიქიატრიულში ხარ წასაყვანი!" - ბესელიასა და თაქთაქიშვილის მწვავე დაპირისპირების დეტალები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას, ეკა ბესელიამ უმცირესობის წევრს ჩიორა თაქთაქიშვილს შენიშვნა მისცა. "თავხედი ხარ, ფსიქიატრიულში ხარ წასაყვანი" - ამ სიტყვებით მიმართა ბესელიამ თაქთაქიშვილს.

ბესელიამ დეპუტატს ის პერიოდი შეახსენა როცა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო. ბესელიას თქმით, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" მფარველობდა კრიმინალებს ქვეყანაში, რასაც ჩიორა თაქთაქიშვილის რეპლიკა მოჰყვა.

"თქვენ ბრძანდებით ქურდების ადვოკატი, თქვენ ბრძანდებით პიროვნება, რომელიც კრიმინალურ სამყაროს წარმოადგენს და იცავს კრიმინალურ პროკურატურას", - მიმართა თაქთაქიშვილმა ბესელიას.

ჩიორა თაქთაქიშვილის ამ განცხადებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თავხედური უწოდა. მან თაქთაქიშვილს მწამებელთა წარმომადგენელი და მკვლელების გუნდის თანამოაზრე უწოდა. "ფსიქიატრიულშია ეს ქალი წასაყვანი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დაპირისპირების შემდეგ თაქთაქიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა