დაუნახაობა, უმადურობა არ შეიძლება იყოს ბრძნული პოლიტიკა - მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

დაუნახაობა, უმადურობა არ შეიძლება იყოს ბრძნული პოლიტიკა - მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მან ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ საქართველო მხარს ვერ დაუჭერს უკრაინას და უნდა მოახდინოს ფოკუსირება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რადიკალურად ცვლის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ორიენტაციას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს.

"საქართველო წლების განმავლობაში სრულიად მარტო იბრძოდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების წინააღმდეგ. ახლა კი, სწორედ იმ მომენტში, როდესაც მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების თავდადებულ ბრძოლას თავისუფლებისთვის, საქართველოს მთავრობა ზურგს აქცევს უკრაინას. ეს არის თავის დამცირება კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და დიდი შეცდომა და სირცხვილი ჩვენი საყვარელი ერის წინაშე, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ იყო მომენტები, როდესაც საქართველოს მხოლოდ უკრაინა ეხმარებოდა. სწორედ უკრაინის შვილებმა თავი გაწირეს ჩვენთვის აფხაზეთში, უკრაინის პრეზიდენტი ჩვენთან ერთად იდგა რუსთაველზე 2008 წელს და ყველა სხვა გადამწყვეტ მომენტში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა იციან, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი სოლიდარობის იმედი, მათ კარგად იციან ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარული, მაშინაც კი, როდესაც მთავრობა, რომელსაც რეალურად მართავს "გაზპრომის" უმსხვილესი კერძო აქციონერი ივანიშვილი, ეფ-ეს-ბე-ს მმართველების ხიბლს ანიჭებს უპირატესობას. დაუნახაობა, უმადურობა და მოყვასის ღალატი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბრძნული პოლიტიკა", - წერს სააკაშვილი და დასძნეს, რომ "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის" პრინციპით მოქმედება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა