ღარიბაშვილი: მე ავტვირთე ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა?

ღარიბაშვილი: მე ავტვირთე ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა?

მე ავტვირთე ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა? - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილს, რომელმაც შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს გამოუძიებელი საქმეების შესახებ დაუსვა შეკითხვა.

"მე მინდა, ჩაგეკითხოთ იმ გახმაურებული საქმეების შესახებ, რომლებიც ან მთლიანად არ გახსნილა ან ფორმალური პროცედურები იყო გატარებული. ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია: გუნავასთვის იარაღის ჩადება, ლუკა კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის მაღალჩინოსნის ცემა, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება, რაც კარგად გამოიყენეთ წინასაარჩევნოდ, გელა ხვედელიძის მიერ პირადი ხასიათის ვიდეომასალის ატვირთვა, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე, მოსამართლის თანაშემწის საქმე, გია ლორთქიფანიძის საქმე, NAC-ის ვიზიტის დროს მერიის თანამშრომლებისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, ბედუკაძის და "ბასტი ბუბუს" საქმეები – ისინი თქვენ გაათავისუფლეთ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან და თქვენი პარტიის სახეებად იქცნენ, ბაჩო ახალაიას უკანონო აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, მამუკა მიქაუტაძის საქმე, ოფიცერ თათუხაშვილის საქმე, ჯიჰადის ვიდეოები – ჩოკუტაევის ვერსია თქვენც კი იმდენად არასერიოზულად გეჩვენებათ, რომ მისი დედაც კი არ დაგიკითხავთ, ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ვინ მოიპარა გამოძიებიდან ეს მასალები და ვინ ატვირთა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა, რასაც პრემიერის გამოხმაურება მოჰყვა.

"მე ავტვირთე, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა?", - აღნიშნა ღარიბაშვილმა, რაზეც საპარლამენტო უმცირესობიდან უპასუხეს, რომ ისინიც ამას ამბობდნენ.

"მადლობა, რომ დამიდასტურეთ, ამის მერე ჰაკიმ ფაშას რომ გიწოდებთ, ალბათ, უმრავლესობა არ გააპროტესტებს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მასაც აქვს ძალიან საინტერესო სახელი მოფიქრებული ირმა ნადირაშვილისთვის, თუმცა ცალკე ეტყვის.

"ვიცოდი, რომ ისე არ მოხვიდოდით ჩემთან", - უპასუხა ირმა ნადირაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საპასუხო ჩამონათვალიც გააკეთა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობიდან.

"ეს არის 300 000 ადამიანი გასამართლებული, ნაწამები და გაუპატიურებული პატიმრები, დანგრეული ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა – ეს არის ის მემკვიდრეობა რაც ჩვენ გვერგო. თქვენი ეს ჩამონათვალი არის სასაცილო და ღიმილის მომგვრელი და ჩვენ არ ვაპირებთ პასუხის გაცემას, ამას თქვენ ვეღარ მიიღებთ ჩვენგან და გირჩევთ, რომ რეალურ ფაქტებზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა