ეკა ბესელია - მესმის ბატონი ხაჩიძის, რომლის მთავარი მუზა დაიკარგა და ვეღარ უმღერებს "მიშა მაგარიას"

ეკა ბესელია - მესმის ბატონი ხაჩიძის, რომლის მთავარი მუზა დაიკარგა და ვეღარ უმღერებს "მიშა მაგარიას"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობის ახალ შემადგენლობას.

ამის შესახებ ეკა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

"ეს ლოგიკურია და გასაკვირი არავისთვის არ არის. მათი პოლიტიკური გემოვნების მწვერვალი იყო ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მესმის ბატონი ხაჩიძის, რომლის მთავარი მუზა დაიკარგა და დღეს ვეღარ უმღერებს "მიშა მაგარიას", მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ტაშს უკრავდნენ იმ მინისტრებს, რომლის დროსაც ქუჩაში გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე და სხვები იხოცებოდნენ, როდესაც მათ ჰყავდათ მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი და სხვები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას" "ნაციონალურ მოძრაობასთან" მსოფლმხედველობრივი და ფასულობათა თანხვედრა ვერ ექნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა