სააკაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით: "უწყება გაიგზავნა ივანიშვილის რეზიდენციიდან"

სააკაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით: "უწყება გაიგზავნა ივანიშვილის რეზიდენციიდან"

ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს, ჩაერთოს პუტინისა და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს, - ამის შესახებ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პროკურატურის პრესცენტრმა ღამის 11 საათამდე არაფერი იცოდა, რაც "გვაფიქრებინებს, რომ უწყება რეალურად გაიგზავნა ივანიშვილის რეზიდენციიდან, ხოლო პროკურატურა მხოლოდ შემდეგ ჩააყანეს საქმის კურსში".

"ნებისმიერი კეთილსინდისიერი ადამინისთვის ნათელია, რომ ამ პროცესს სამართლებრივ საკითხებთან არაფერი აქვს საერთო და ეს არის პოლიტიკური დევნა. ხელისუფლება, რომელმაც ტოტალურად მოატყუა საქართველოს მოსახლეობა, რომლის ერთპიროვნული ლიდერი გაექცა პასუხისმგებლობას და კულუარებიდან მართავს ქვეყანას, ცდილობს, ჩამოიშოროს მთავარი პოლიტიკური კონკურენტი. იმ დროში, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ებრძვის პუტინის იმპერიას, "გაზპრომის" აქციონერი და საქართველოს რეალური ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი რჩება პუტინის მოკავშირედ და აგრძელებს მისი ინტერესების გატარებას საქართველოში. ეს ნაბიჯი არის ოლიგარქის საპასუხო ნაბიჯი სააკაშვილის საერთაშორის აქტიურობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ, 11:00 საათზე, მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა