ნარმანია: თბილისის შემოგარენში ალბათ დაბრუნდებიან ციყვები, მთავარია მელიები არ შემოგვეჩიონ

ნარმანია: თბილისის შემოგარენში ალბათ დაბრუნდებიან ციყვები, მთავარია მელიები არ შემოგვეჩიონ

დედაქალაქის შემოგარენში ალბათ დაბრუნდებიან ციყვები, მთავარია მელიები არ შემოგვეჩიონ, - ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში დედაქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით საუბრისას ნარმანიამ აღნიშნა, აეროპორტის დასახლების ტერიტორიაზე სამი ქარსაცავი ზოლი გაკეთდება, დიდი დიღმისა და ნუცუბიძის პლატოც გამწვანდება.

ჟურნალისტის კითხვას, რომ ძველი დრო ხომ არ ბრუნდება, როდესაც თბილისში ციყვები დარბოდნენ, თბილისის ახალი მერი პასუხობს: "დედაქალაქის ცენტრში – არა, მაგრამ შემოგარენში, ალბათ დაბრუნდებიან ციყვები. მთავარია მელიები არ შემოგვესიონ", - აცხადებს დავით ნარმანია.

დედაქალაქის ახალი მერი ზოოპარკის გადატანაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საპროექტო მონახაზი უკვე არსებობს, ზოოპარკის გადატანის შემდეგ კი იმ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დაირგვება.

მისივე თქმით, იგეგმება მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიის გაერთიანება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა