საქართველოს ელექტრომომარაგება ამ დროისთვის იმპორტირებული ენერგიით ხორციელდება

საქართველოს ელექტრომომარაგება ამ დროისთვის იმპორტირებული ენერგიით ხორციელდება

წუხელ მომხდარი ავარიის გამო საქართველო ორი ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს. როგორც ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან დღევანდელ შეხვედრაზე ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ განაცხადა, მეზობელ სახელმწიფოებთან შესაბამისი მოლაპარაკებები წუხელვე აწარმოეს.

"ჩვენმა ენერგეტიკოსებმა წუხელვე მიიღეს საჭირო ზომები. ჩვენ ყველა რეზერვის მობილიზაცია მოვახდინეთ. მივეცით განკარგულება თბოსადგურს და ის ამ წუთებში უკვე ჩართულია. ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება და ავარიულ რეჟიმში მოვახდინეთ ტვირთის შემოტანა. ამ დროისთვის ორი ქვეყნიდან გვაქვს იმპორტი იმისთვის, რომ იქამდე ვიდრე ჩვენი შიდახაზები აღდგება, მოსახლეობისთვის მომხდარმა ავარიამ, უმტკივნეულოდ გადაიაროს", - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

ამავე შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სომხეთს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს დახმარება გაუწია და ელექტროენერგია მიაწოდა.

წუხელ, 22:33 საათზე, ავარიულად გაითიშა იმერეთის 500 კილოვოლტიანი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი", რის გამოც აღმოსავლეთ საქართველოს მთლიანად და დასავლეთ საქართველოს ნაწილობრივ (აჭარისა და სამეგრელოს ნაწილის გარდა) ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელექტრომომაგების კუთხით მასშტაბური შეზღუდვა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. რეზერვის მობილიზაციის შედეგად, აბონენტებისთვის დენის მიწოდების აღდგენა წუხელვე, ეტაპობრივად დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა