კალაძე: არაუშავს, უფრო საინტერესო თვეები გველოდება წინ

კალაძე: არაუშავს, უფრო საინტერესო თვეები გველოდება წინ

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგოსისტემაში მომხდარ ავარიასთან მიმართებაში ოპოზიციის რეაქციით გაკვირვებულია და აცხადებს, რომ ასეთი გახარებული "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო 2 წელია არ უნახავს.

ამასთან დაკავშირებით კალაძემ განცხადება დღეს, ენერგეტიკის სამინისტროში სისტემის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

"ასეთი გახარებული "ნაციონალები" მე არ მინახავს უკვე 2 წელია. ძალიან საინტერესო იყო მათი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო 2 საათის განმავლობაში ჩაბნელდა – ძალიან აღფრთოვანებულები იყვნენ ამ ყველაფრით, მაგრამ არაუშავს. უფრო საინტერესო თვეები გველოდება წინ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოში ელექტროენერგია 2 საათით გაითიშება, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ ლიდერს არ მოუწევს პასუხის გაცემა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა