მარგველაშვილის პირველი კომენტარი ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის შესახებ

მარგველაშვილის პირველი კომენტარი ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ელექტროენერგიის მასშტაბურ შეზღუდვას ეხმაურება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი მადლობას უხდის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკოსებს ეფექტიანი მუშაობისა და ელექტროსისტემაში შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობის სწრაფად აღმოფხვრისათვის.

ასევე, გიორგი მარგველაშვილი მადლობას უხდის სომხურ მხარეს აღმოჩენილი დახმარებისათვის.

წუხელ, 22:33 საათზე, ავარიულად გაითიშა იმერეთის 500 კილოვოლტიანი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი", რის გამოც აღმოსავლეთ საქართველოს მთლიანად და დასავლეთ საქართველოს ნაწილობრივ (აჭარისა და სამეგრელოს ნაწილის გარდა) ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელექტრომომაგების კუთხით მასშტაბური შეზღუდვა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. რეზერვის მობილიზაციის შედეგად, აბონენტებისთვის დენის მიწოდების აღდგენა წუხელვე, ეტაპობრივად დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა