"სააკაშვილს იმუნიტეტი არ იცავს" - რა უფლებების გამოყენება შეუძლია პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ

 "სააკაშვილს იმუნიტეტი არ იცავს" - რა უფლებების გამოყენება შეუძლია პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ

პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არანაირი იმუნიტეტი არ იცავს და ქვეყანაში ჩამოსაყვანად პროკურატურას მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება შეუძლია.

კახიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განმარტა ის სამართლებრივი პროცედურები, რაც საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემთხვევაშია გათვალისწინებული.

"ჩემი აზრით, პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით შევა და დადებით შემთხვევაში, გამომძიებლის მიერ იქნება გამოტანილი დადგენილება ბრალდებულის მიმართ ძებნის გამოცხადების თაობაზე, რომელიც შესასრულებლად დაევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებს ყველა იმ შესაძლო მისამართს, სადაც შესაძლებელია ბრალდებული იმყოფებოდეს, ხოლო იმის დადასტურების შემდეგ, რომ პიროვნებამ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, ეცნობება პროკურატურას და პროკურატურის საერთაშორისო დეპარტამენტი დაიწყებს მასალების მომზადებას საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე. ამის შემდეგ "ინტერპოლი" იღებს საბუთებს და იწყებს სამართლებრივ ფილტრს – ამომწმებს დასჯადია, თუ არა ასეთი ტიპის ქმედება ევროპულ ქვეყნებში, ამასთან ამოწმებს, ხომ არ არის ძებნა გამოცხადებული პოლიტიკური, რასობრივი თუ სხვა მოტივებით. იმ შემთხვევაში, თუ "ინტერპოლი" დაადგენს, რომ ძებნა გამოცხადებულია წმინდა სამართლებრივი საფუძვლებით, მას პირი შეჰყავს ძებნილთა სიაში. სააკაშვილს არანაირი იმუნიტეტი არ იცავს. მის მიმართ მოქმედებს ის რეგულაციები, რაც დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით – ვგულისხმობ ბრალდებულის სახით პასუხსიმგებლობას, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, ძებნის გამოცხადებას და ა.შ", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის შეფასებით, "ამ ეტაპზე ესაა სისტემური ტიპის ერთადერთი დანაშაული, რომელთან მიმართებაშიც პროკურატურამ არა ეპიზოდურად დააყენა ვიღაცების პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ ცდილობს გამოკვეთოს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა".

ამავე თემაზე | მთავარი პროკურატურის განცხადება სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და უგულავას მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა