როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას რუსული მედია

როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას რუსული მედია

რუსული მედია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება.

"რია ნოვოსტი" წერს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი "მოწმიდან ბრალდებულად იქცა".

"სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ "მიღწევებს" შორისაა თავდასხმები და მომიტინგეების დარბევა. მაგრამ არის ერთი "მაგრამ" - სააკაშვილი ამ დროისთვის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დასერინობს და როდის ჩავა სამშობლოში, გაურკვეველია", - წერს "რია ნოვოსტი".

ამასთან, რუსული ონლაინგამოცემა მიხეილ სააკაშვილის კარიკატურას აქვეყნებს, სადაც მას კისერზე ყულფად აშშ-ს დროშის ფერებში გადაწყვეტილი ჰალსტუხი აქვს მობმული.

კიდევ ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" წერს, მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და მასთან ერთად ბრალდებულები არიან ყოფილი მაღალჩინოსნები.

მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში დღეს მიეცა. მის მიმართ ბრალდების დადგენილება გამოტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის საფუძველზე, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა