თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა 11 მილონ ლარზე მეტი დახარჯეს

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა 11 მილონ ლარზე მეტი დახარჯეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა, საერთო ჯამში, არჩევნებისთვის 11,860,771 ლარი დახარჯეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურიდან აცნობეს, აქედან საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნების" ხარჯი - შეადგენს 6,318,735 ლარს; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" - 2,435,792 ლარს; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" - 796 431 ლარს; "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" - 227,651 ლარს; "არასაპარლამენტო ოპოზიციის" - 708,928 ლარს; "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" - 47,804 ლარს; ბლოკი "თვითმმართველობა ხალსხს" - 352,207 ლარს; "საქართველოს გზის" - 512,460 ლარს; საინიციატივო ჯგუფების - 238,185 ლარს; სხვა პარტიების ერთად კი - 222,576 ლარს.

რაც შეეხება არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ რეკლამისთვის გახარჯული თანხების მოცულობას, ჯამურად დახარჯულია 5 236 083 ლარი. კერძოდ: "ქართულ ოცნებაზე" მოდის - 3,202,445 ლარი, "ნაციონალურ მოძრაობაზე" - 1,289,196 ლარი, "პატრიოტთა ალიანსზე" - 352,855 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაზე" - 188,334 ლარი, "არასაპარლამენტო ოპოზიციაზე - 80,884 ლარი, "საქართველოს გზაზე" - 35,192 ლარი,ს ხვა პარტიებზე კი - 87,177 ლარი.

2014 წლის არჩევნებში 1143 საარჩევნო სუბიექტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც კანდიდატურების მოხსნის შემდეგ არჩევნების დღისთვის დარჩა 20 პოლიტიკური პარტია, 4 საარჩევნო ბლოკი, 821 საინიციატივო ჯგუფი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა