"სიტყვის გამტეხი" - ავლაბრის რეზიდენციასთან პლასტელინისგან დამზადებული მარგველაშვილის ბიუსტი მიიტანეს

"სიტყვის გამტეხი" - ავლაბრის რეზიდენციასთან პლასტელინისგან დამზადებული მარგველაშვილის ბიუსტი მიიტანეს

"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" წევრებმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან პლასტელინისგან დამზადებული გიორგი მარგველაშვილის ბიუსტი მიიტანეს. აქციის ორგანიზატორებმა ასევე გააკრეს წარწერები - "სიტყვის გამტეხი".

აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის გადმოსვლას აპროტესტებდნენ და მას იმ განცხადებებს ახსენებდნენ, როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა იმაზე, რომ ის ავლაბრის რეზიდენციაში სამუშაოდ არ გადავიდოდა.

"გიორგი მარგველაშვილი გაპრეზიდენტებამდე აქტიურად აცხადებდა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში არ იმუშავებდა, ის ასევე ამბობდა, რომ ეს რეზიდენცია ბოროტების სასახლეს წარმოადგენს. მან ასევე დააანონსა, რომ აქ გაიხსნებოდა უნივერსიტეტი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და რამდენიმე თვეში მარგველაშვილი ამ რეზიდენციაში გადმოვიდა. ჩვენ ველოდებოდით პასუხს, აპირებს თუ არა, ის ათონელზე გადასვლას, სადაც რეზიდენცია კეთდება, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, აქ აპირებს დარჩენას", - განაცხადა "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" წარმომადგენელმა, ლაშა გიორგაძემ.

მისივე თქმით, მათ დღეს პრეზიდენტს მოუტანეს პლასტელინისგან დამზადებული ბიუსტი, რომელიც ცნობილი ქართველი მოქანდაკის მიერ არის შესრულებული და რომლის ვინაობაც აქციის მონაწილეებმა არ დაასახელეს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა