"მენატრება შვილი, ოჯახი და ჩემი ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი

"მენატრება შვილი, ოჯახი და ჩემი ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი

მენატრება შვილი, ოჯახი და ჩემი ქვეყანა, - განუცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს უნგრეთში. მისი თქმით, ის, რომ საქართველოში ვერ ჩადის, დროებითი მოვლენაა.

ექსპრეზიდენტი წუხს, რომ დედამიწაზე ორი ქვეყანაა, სადაც ის ვერ ჩავა და ერთ შემთხვევაში, ეს საქართველოა.

"საქართველოს შემთხვევაში ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ბოლოს და ბოლოს შვილი მეზრდება საქართველოში და მენატრება ჩემი შვილიც და ჩემი ოჯახიც მთლიანად, მაგრამ ამის მიუხედავად გავუძლებთ. მენატრება ჩემი ქვეყანა მთლიანად. ეს არის ძალიან დროებითი მოვლენა და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს დაწყებულ საქმეს და ხომ ხედავთ, აგერ ვარ და ასე ვივლი მთელს მსოფლიოში, რანაირად უნდა შემზღუდონ?!", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა. მისივე აზრით, "ერთი დაკომპლექსებული ოლიგარქის ინსტიქტები და ბოღმა დაემთხვა მთავარი მოთამაშის - რუსეთის ინტერესებს და ეს არის და ეს".

ამასთან ექსპრეზიდენტი დასძენს, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა არ სჭირდება.

"რაში მჭირდება მე პოლიტიკური თავშესაფარი?! ხომ ხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში დიდი სიამოვნებით მიღებენ. ამერიკაში ძალიან კარგად მიღებენ და ამერიკის რეაქციები ნახეთ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კარგად მიღებენ", - ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძის მიერ მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის ფაქტს.

"კარგით ახლა, ბარემ შაჰ აბასისგან აიღონ ჩვენება. პუტინისგან აიღონ ჩვენება არ ჯობია?! პუტინი და მედვედევი იქნებიან ყველაზე კარგი ჩვენების მიმცემები. პუტინი, მედვედევი, გენერალი ბორისოვი, შემიძლია გრძელი სია მივცე, ვინ მისცემს ჩემზე მათთვის სასურველ ჩვენებებს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა