ეკა ხერხეულიძე: "მაღლაფერიძე აიძულეს თეთრ თაბახზე "ყვითლად" ეწერა გარდასულ მოგონებებზე"

ეკა ხერხეულიძე: "მაღლაფერიძე აიძულეს თეთრ თაბახზე "ყვითლად" ეწერა გარდასულ მოგონებებზე"

"მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციებში მონაწილე ხალხის დატერორება, სადამსჯელო ღონისძიებათა განხორციელება ვანო მერაბიშვილის კაბინეტში დაიგეგმა. ამავე დროს მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემ თათბირის დეტალების შესახებ საჯაროდ განაცხადა.

ამ უკანასკნელის ჩვენების არ სჯერა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ეკა ხერხეულიძეს, რომელმაც ფეისბუქის გვერდზე საკუთარი არგუმენტები ჩამოაყალიბა.

"დაუშვათ ვასიკო მაღლაფერიძე პირად დღიურებში სრული გულწრფელობით აღწერს 2007 წლის მოვლენებს.ისიც დაუშვათ,რომ 7 წლის განმავლობაში ეს დღიურები თვალს მიეფარა და ოთახის დალაგებისას სულ ახლახანს შემთხვევით გადააწყდა.მერე პასუხიმგებლობით სავსე მოქალაქემ მყისიერად მიმართა პროკურატურას ჭეშმარიტების დასადგენად და შემთხვევით სულზე მიუსწრო პუტინის დაუოკებელ ჟინს -დროზე შეაჩეროს სააკაშვილი.... თუმცა, თუ ამ ყველაფრის სანდოობას ვიწამებ და ხელებს ვიფშვნეტ სეირს მოწყურებული, მაინც რჩება ერთი "მაგრამ", რაც თავდაყირა აყენებს დღიურების ავტორის სანდოობას და პროკურატურის სამართლიანობასაც. რადგან მთხრობელის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მასთან ერთად თათბირს ესწრებოდა კიდევ 7 ადამიანი, რომელთა დაკითხვაც აზრად არ მოსვლია პროკურატურას ისე "გამოუცხვეს" ყოფილ პრეზიდენტს ბრალი. მოგვიანებით მიხვდნენ,რომ საქმე მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა და უკვე წაყენებული ბრალის გასამყარებლად საქმეს დაუმატეს პუტინის სიბერის მეგობრის, ბურჯანაძის ჩვენება. რაც ლეგიტიმურ ეჭვს მიმყარებს დავიჯერო, რომ პროკურატურის ბრალი მაღლაფერიძის გაყვითლებულ დღიურებს კი არ ეფუძნება, პირიქით ,მაღლაფერიძე აიძულეს თეთრ თაბახზე "ყვითლად "ეწერა გარდასულ მოგონებებზე." - წერს ეკა ხერხეულიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა