ქართველი გულშემატკივრების სასჯელი? - აზერბაიჯანელებმა საქართველოსთა საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდეს

ქართველი გულშემატკივრების სასჯელი? - აზერბაიჯანელებმა საქართველოსთა საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდეს

არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდა არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეტზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობა შეიზღუდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლაგოდეხიდან აცნობეს, საზღვარის ჩაკეტვის ოფიციალურ მიზეზად აზერბაიჯანული მხარე იმ ფაქტს ასახელებს, რომ მათთან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც, 2004 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები მათ ქვეყანაში არ დაიშვება.

თუმცა მოქალაქეები, რომლებიც ამ მიზეზით საზღავრზე რა გაატარეს, ეჭვობენ, რომ შეზღუდვების რეალური მიზეზი ბაქოში გუშინ მომხდარი ინციდენტია.

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის, გუშინდელი მატჩისას ჩხუბი მოხდა. მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი.

დაკავავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, მათ შოირს- ჟურნალისტებიც. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა