აზერბაიჯანული მხარე საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე არ ატარებს

აზერბაიჯანული მხარე საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე არ ატარებს

ბოლო განახლება | ქართული მხარის პირველი კომენტარი აზერბაიჯანელების მიერ სასაზღვრო შეზღუდვასთან დაკავშირებით

ჟურნალისტმა დათო ჭაბაშვილმა "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა, რომ აზერბაიჯანული მხარე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებს არ ატარებს.

Ireport.Ge--ის ჟურნალისტი ამ წუთებშიც აღნიშნულ მონაკვეთზე იმყოფება. დათო ჭაბაშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანისკენ მიმავალ მანქანებს საზღვარზე არ უშვებენ და ეუბნებიან, რომ 2004 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანებით მათ ქვეყანაში შესვლა არ შეიძლება.

"ზოგს ეუბნებიან, გუშინ რომ იძახდიდი ზაქათალა ჩვენია, აბა, ვნახოთ როგორ გაივლითო", - აცხადებს დავით ჭაბაშვილი.

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის, გუშინდელი მატჩისას ჩხუბი მოხდა. მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი. "ტელეიმედის" ჟურნალისტი სანდრო გოჩაშვილი კი იხსენებს, რომ დაკავების შემდეგ მხოლოდ ერთ რამეს ეკიტხებოდნენ - ვინ იძახდა სტადიონზე "არმენიას".

დაკავავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, მათ შოირს- ჟურნალისტებიც. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა